
როგორია ვებ საიტის დამზადების პროცედურა?
ვებ საიტის დამზადების პროცესი იყოფა რამდენიმე ეტაპად, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო სწრაფად და ეფექტურად განვახორციელოთ ჩვენი მომსახურეობა.
პირველადი უფასო კონსულტაცია – კლიენტთან ერთად განვიხილავთ ვებ საიტის თითოეულ ელემენტსა და მომსახურების პირობებს, რის შედეგადაც განისაზღვრება ჩვენი შემოთავაზება.
ვებ საიტის ფუნქციონალსა და დიზაინზე შეთანხმება– მხარეებს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც განსაზღვრულია მომსახურების პირობები, როგორიცაა: ვებ საიტის ფუნქციონალი, ვადები, ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხი და სხვა.
საიტის დიზაინის შექმნა – კლიენტთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად იქმნება საიტის ეფექტური დიზაინი, რომლის საფუძველზეც ხორციელდება საიტების დამზადება;
ვებ საიტის აწყობა – ვებ საიტის დამზადება ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
კონტენტის ატვირთვა – ვებ საიტის ტექნიკურად გამართვის შემდგომ, ხორციელდება საიტის ტექსტური მასალებით შევსება.
საბოლოო ცვლილებები – საიტის დამზადების პროცესი, მისი აწყობით არ მთვარდება კლიენტი უფლებამოსილია განსაზღვროს საბოლოო შენიშვნები და მხოლოდ მათი გათვალისწინების შემდგომ მოხდება ვებ-საიტის ჩაბარება.
სამუშაოს ჩაბარება – ვებ-საიტისთვის საბოლოო სახის მიცემისა და კლიენტის მიერ სამუშაოს დასრულების დადასტურების შედეგად, დგება მიღება-ჩაბარების აქტი და სამუშაო ითვლება შესრულებულად.